ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის დასრულდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 ივლისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების სერია  „დისტანციური მართვა და  კომუნიკაციის უნარები“ ჩატარდა.

 

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთულია ეფექტიანი სამუშაო პროცესის შენარჩუნება. ამდენად, ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონავირუსის საფუძველზე შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება დისტანციური მართვისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებისა და გაღრმავების გზით.

 

ტრენინგების სერია მოიცავდა 3 ეტაპს: 1. ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმები - Google meet, Zoom, Jitsi; 2. Google Drive - როგორც ერთდროულად ერთ დოკუმენტზე მუშაობის პლატფორმა; 3. ClickUp - თქვენი სამუშაო სივრცე (დავალებების შექმნა, თანამშრომლებზე გადანაწილება, პროექტების მართვა და ვადების მონიტორინგი). ტრენინგები ჩატარდა დისტანციურად, სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

 

ტრენინგები გაიარა უმაღლესი საბჭოს 30-მა თანამშრომელმა, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგების კურსს უძღვებოდა სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი - გიორგი ნაცვლიშვილი.

 

ტრენინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024