ტრენინგი საჯარო მომსახურების გაწევის სტანდარტის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2022

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციით გათვალისწინებული მორიგი ტრენინგი ჩატარდა უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის. უმაღლესი საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი შეიქმნა შეიქმნა ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 

 

დამოუკიდებელმა კონსულტანტმა, ნინო ჩალაძემ, მონაწილეებს გააცნო ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში მომსახურების გაწევისა და ეთიკის სტანდარტები. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში მომსახურების გაწევის სტანდარტის, მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებისა და სწორი კომუნიკაციის შესახებ, უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას და გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში.

 

სატრენინგო თემები, ასევე, მოიცავდა ბავშვთა ფსიქოლოგიას და ბავშვებთან კომუნიკაციას. აღნიშნული საკითხის გათვალისწინება მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევისას. ბავშვთან ერთად მისული მოქალაქე მისთვის საჭირო და საინტერესო სერვისს მიიღებს დროულად და მარტივად.

 

ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით.  

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024