IDFI-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა სოციალური კვლევის მეთოდებში

სიახლეები 10 თებერვალი 2016

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) მხარდაჭერით პროექტის “ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI” ფარგლებში 8-9 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც სოციალურ კვლევის მეთოდებს ეხებოდა.


ტრენინგი ჩაატარა IDFI-ს მიერ მოწვეულმა მკვლევარმა და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა ქალბატონმა ნინო ჟღენტმა, რომელსაც კვლევით საქმიანობის სფეროში 10 წლიანი გამოცდილება აქვს და არაერთ კვლევით პროექტში მიუღია მონაწილეობა. ტრენინგის საშუალებით IDFI-ს თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ უფრო გაეღრმავებინათ ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევა, კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი, ფოკუს ჯგუფების მეთოდი, ეთიკის საკითხები, კვლევის შეფასება, დოკუმენტების ანალიზი, შეფასების ანალიზი და სხვ. ტრენინგის განმავლობაში IDFI-ს თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გამოევლინათ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.


ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) კვლევითი ორგანიზაციების ფონდის ორგანიზაციული განვითარების გრანტის მიზანია IDFI-ის, როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარება შემდეგი კონკრეტული მიმართულებებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია და ადვოკატირება, შიდა განვითარება და მმართველობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024