კამპანია ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

განცხადებები 10 სექტემბერი 2015

8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

 

ეკა მიშველაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაში კონტექსტს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტთან ერთად, თვალთვალი, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზეც.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებზე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ეჭვი გაჩნდა. 2014 წლის მაისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აღმოაჩინეს ფარული ვიდეო აპარატურა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რაც ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ საქმიანობაზე მიუთითებს.

 

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ჟურნალისტის საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება და თუ ადგილი ჰქონდა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას, დამნაშავეები გამოავლინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისა და ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გამო მოქალაქეების თვალთვალსა და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

 

სამოქალაქო საზოგადოება გამუდმებით საუბრობს მოქალაქეთა, მათ შორის საჯარო პირების, პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემებზე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სამოქალაქო თავისუფლების დასაცავად 2013 წელს დაიწყო კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ.“

 

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნის დროს თავადაც გახდნენ მასობრივი მოსმენების დამკვიდრებული სისტემის მსხვერპლნი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობას მაინც არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა საბჭოური სისტემის ამ მანკიერ დანატოვარზე. საზოგადოების აქტიური პროტესტის მიუხედავად, დღეს სამართალდამცავი ორგანოები კვლავ ინარჩუნებენ ტოტალური მოსმენების განხორციელების შესაძლებლობას.

 

კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ადვოკატირებით, 2014 წლის 1 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. თუმცა, იმავე წლის ნოემბერში მიღებული კანონით, პარლამენტმა, ფაქტობრივად, დააკანონა სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, რამაც პარლამენტს საკითხზე ხელახლა მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. დეპუტატებმა მხარი მეორედაც კანონის იმ ვერსიას დაუჭირეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო მოწონებული. კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და მათი გაუქმების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024