კამპანია „ეს შენ გეხება“

სიახლეები 20 მარტი 2016

ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებამ და ამით მოქალაქეების შანტაჟის შემთხვევებმა აჩვენა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორებთან და მოქალაქეებს შორის ნებისმიერი სახის კომუნიკაციასთან. აღნიშნული საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და ქვეყნაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, ასევე, მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი საზოგადოების განვითარებას საქართველოში.


19 მარტს კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას აპროტესტებდნენ, ფილარმონიიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობა გამართეს.


აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიებისა და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ასევე იყო:


• კადრების გადამღებთა, მომპოვებელთა და გამავრცელებელთა გამოვლენა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ეს ეხება როგორც წლების მანძილზე გამოუძიებელი საქმეების ასევე ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტების გამოძიებას;
• კანონის გამკაცრებას უკანონო თვალთვალის პრევენციის მიზნით;
• დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, რომელიც იქნება ძალოვანი სტრუქტურებისგან ცალკე მდგომი ორგანო, გამოიძიებს სამართალდამცავთა დანაშაულებს და ექნება უფლებამოსილება, რომ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კამპანია „ეს შენ გეხება“ -ს აქტიური წევრია. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ შეიქმნება ფარული მიყურადებისა და თვალთვალის დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი და გაიზრდება სასამართლოსა და სხვა პასუხისმგებელი ორგანოების უფლებამოსილებები. (უფრო ვრცლად ფარული მოსმენების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ IDFI-ის პოზიციის შესახებ უსმინეთ ორგანიზაციის დირექტორს გიორგი კლდიაშვილს).  


კამპანია „ეს შენ გეხება" 2012 წლის თებერვალში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები და მოქალაქეები არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და არ არიან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამტარებლები. კამპანია მიზნად ისახავს, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024