ღია მმართველობა საქართველოს მესამე ფორუმი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 6 მარტი 2014

5 მარტს ღია მმართველობა საქართველოს მორიგი, რიგით მესამე ფორუმი გაიმართა. ფორუმს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სამინისტროების, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ასევე, USAID-ის, UNDP-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთანავე, რიგით მესამე ფორუმზე UNDP და ევროკავშირი ფორუმში გაწევრიანდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა და ფორუმის თანა-თავმჯდომარემ რუსუდან მიხელიძემ დამსწრეებს გააცნო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ღია მმართველობა საქართველოს ბანერი, რომელიც ვებგვერდის ვიზიტორს ამცნობს, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა შემუშავების პროცესშია. ბანერს გადავყავართ სპეციალურ ქვე-გვერდზე, რომელიც მომხმარებელს მოუწოდებს, უწყებას გაუზიაროს აზრი სამოქმედო გეგმის შესახებ. დისკუსიების რამდენიმე მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ უნდა გააქტიურდეს კომენტარების დატოვების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ საზოგადოების ზოგადი გათვითცნობიერების დონე ამ საკითხებთან მიმართებაში. რუსუდან მიხელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა იდეა, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მოქალაქეების აქტიურად ჩასართავად, ბანერი საკუთარი ორგანიზაციებისა თუ უწყებების ვებგვერდზე განათავსონ.

 

ფორუმის თანა-თავმჯდომარემ, გიორგი კლდიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო არსამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები საჯარო კონსულტაციების გამართვის შესახებ. ღია მმართველობა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მეტი პოპულარიზაციისთვის და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გიორგი კლდიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს რამდენიმე გზა შესთავაზა, მათ შორის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ ღია მმართველობა საქართველოს პრეზენტაცია, რათა მოხდეს მთავრობის მაქსიმალური ჩართვა ამ საკითხში. გარდა ამისა, განხილული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ პრესკონფერენციის მოწყობის იდეა, რაც ხელს შეუწყობს საკითხის პოპულარობის ზრდას ჟურნალისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის. ასევე, შესაძლოა საკითხის კიდევ უფრო წინ წამოწევა საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ღია მმართველობა საქართველოს ბანერის განთავსებით და ამ თემისთვის სპეციალური ვებგვერდის შექმნით. გარდა ამისა, შესაძლებელია ღია მმართველობა საქართველოს გარშემო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სარეკლამო რგოლებით, სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილი გადაცემებით, ე.წ. mailing list-ის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებით და რეგიონებში შეხვედრებით.

შეხვედრის ბოლო ნაწილში ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ ფორუმს წარუდგინა სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომლის ფარგლებშიც შვიდ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ იუსტიციის სახლი, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო) უკვე წარდგენილი აქვს ახალი ვალდებულებები 2014-2015 წლებისათვის.

ფორუმის შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2 აპრილს და დაეთმობა საჯარო კონსულტაციების საკითხს.

ფორუმის მონაწილე საჯარო დაწესებულებებს და არასამთვრობო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმით (2014-2015 წწ) გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის რეკომენდაციების წარსადგენად მიეცათ 1 კვირიანი ვადა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023