კოალიცია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესში დაანონსებულ ცვლილებებს ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 29 მარტი 2021

 

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფრაგმენტული ცვლილებები სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას. ახალი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად პროცესის გაჯანსაღებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ისე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებას.

 

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - კლანი, შემოთავაზებული ცვლილებები, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობას წარმოადგენს. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე მსგავსი ცვლილებები სასამართლოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.  

 

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს მიმდინარე მედიაციის პროცესში არსებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, პირველ რიგში, ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს სისტემაში კლანური მმართველობის აღმოფხვრას და ხელისუფლების არასათანადო გავლენების შესუსტებას.

 

აღნიშნულთან ერთად, კოალიცია მიიჩნევს რომ აუცილებელია ხელისუფლების, პოლიტიკური აქტორების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს სასამართლოში არსებულ პრობლემებს, წარსულის გამოცდილებას და  პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცეულ სასამართლოს. კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით, პარლამენტმა უნდა მიიღოს  პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომლის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლოში კლანური მმართველობის დემონტაჟი. 

 

შესაბამისად, ამ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე აზრს მოკლებულია ყოველგვარ პროცედურულ გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ვინაიდან  ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემას, არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება წარმოადგენს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

რუსული კანონის საწინააღმდეგო, 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების გაშუქება სომხურ და აზერბაიჯანულ მედიებში

04.07.2024

ონლაინ ტრენინგი კონკურსის პირობებისა და პოლიტიკის დოკუმენტების ტიპებზე

04.07.2024

ონლაინ ტრენინგები ციფრული უფლებებისა და ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

01.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024