ანტი-კორუფციული დღის კონკურსი და სტუდენტთა ჩართულობა

სიახლეები 17 დეკემბერი 2012

სანდრო როჩიკაშვილი

 

12 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში შედგა სტუდენტების იდეების პრეზენტაცია და შემდგომი დაჯილდოება საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდა საქართველოს ნებისმიერ სტუდენტს მესამე კურსზე ან ზემოთ.

 

ამორჩეულმა ხუთმა სტუდენტმა თავიანთი იდეები წარადგინეს მცირე აუდიტორიის წინაშე, რომელშიც იმყოფებოდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და ექსპერტები კორუფციასა და “პარტნიორობის ღია მმართველობისთვის” სფეროებში. პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიამ ამოირჩია საუკეთესო იდეები.

 

პრეზენტაციების დიდ ნაწილში წამოიჭრა სტუდენტების უფრო დიდი ჩართულობის ხელშეწყობის იდეა ისეთ საკითხებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სულ ოცმა სტუდენტმა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ გათვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ზოგადად სტუდენტობა საზოგადოების ყველაზე აქტიური ფენაა.

 

ამის გათვალისწინებით შემოთავაზებები სტუდენტების მეტი ჩართულობის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. “პარტნიორობის ღია მმართველობისთვის” ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა სახელმწიფო საკითხებში, რაც არანაირად არ ნიშნავს მხოლოდდამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. აუცილებელია, რომ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სტუდენტების დიდი რაოდენობა, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას მიაწოდებენ თავიანთ ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს. ანტი-კორუფციული დღის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მხოლოდ 20 სტუდენტის მონაწილეობა კი ნათელი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ მიზნის მისაღწევად და აუცილებელია, რომ იუსტიციის სამინისტრომ უფრო დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს ამ თვალსაზრისით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024