აბორტების სტატისტიკა საქართველოში 2004-2014_მედია გაშუქება

IDFI მედიაში 23 აპრილი 2015

IDFI-მ 21 აპრილს გამოაქვეყნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული მონაცემთა ანალიზი: "აბორტების სტატისტიკა საქართველოში 2004-2014" რომლითაც არაერთი მედია საშუალება დაინტერესდა.

 

აღნიშნულ თემაზე IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ‪‎IDFI‬ იწყებს დემოგრაფიულ კვლევასა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე მუშაობას.

 

პირველ არხს IDFI-ს ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი ესაუბრა: "მიუხედავად იმისა, რომ აბორტების რაოდენობა შემცირებულია, მაინც თვალშისაცემია ეს რიცხვი და აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის მხოლოდ ოფიციალური მონაცემები"

 

IPN: "განვლილი წლების მსგავსად, 2014 წლის მონაცემებითაც, აბორტების ყველაზე დიდი წილი 44% (სულ 13 961, მათ შორის ხელოვნური – 12 779) 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის"

 

Liberali: " IDFI მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2014 წელს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ორსულობის შეწყვეტის 31 908 შემთხვევა აღინიშნა."

 

netgazeti.ge: IDFI-ს ცნობით, საქართველოში 2012 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნებოდა აბორტების რაოდენობის მატების მზარდი ტენდენცია და 2012 წელს ოფიციალურად ორსულობის შეწყვეტის 39 225 ფაქტი დაფიქსირდა.

 

15 წლამდე მოზარდებში აბორტების სტატისტიკით დაინტერესდა ონლაინ გამოცემა 17mai.si, რაზეც ყურადღება epn.ge-მაც გაამახვილა, ხოლო ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით სტატია მოამზადა sknews.ge-მ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024