კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 9 დეკემბერი 2020
 
 
კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია გეგმავს ახლებურად განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერები, შეითავსოს თვითრეგულირების ფუნქცია და ახალი სანქციები გამოიყენოს მაუწყებლების წინააღმდეგ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების მოტივით.
 
მნიშვნელოვანია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების საკითხებზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პასუხისმგებლობა იყო. ამასთანავე, აკრძალული იყო აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა. 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. მეტიც, სასამართლოსგან განსხვავებით, კომისიისთვის მიმართვის უფლება არ არის აღიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით, კომისიის მიერ მითითებული გადაწყვეტილების კონტექტს.
 
ვფიქრობთ, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 07 დეკემბრის განცხადება არ შეესაბამება „მაუწყებლობისა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი კონტროლი აღნიშნული უფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებით, ჩნდება ცენზურის პირდაპირ საფრთხე და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის შესაძლებლობა.
 
 
მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას:
 
- იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში.
 
- მოსაზრებები, თვითრეგულირების საკითხებთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის საგნად აქციოს.
 
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრები კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედიაორგანიზაციებს.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024