მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 23 ივლისი 2021

 

დღეს, 2021 წლის 23 ივლისს გავრცელდა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც იგი ჟურნალისტებს “მოძალადეებს” და “პარტიულ აქტივისტებს” უწოდებს. სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას.

 

გუშინ, 2021 წლის 22 ივლისს, პირველმა ვიცეპრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, მან უარი განაცხადა ტელევიზიისათვის კუთვნილი ნივთის დაბრუნებაზე. მინისტრის ქცევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უნდა დაიწყოს, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ისე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.

 

გუშინვე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტონ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან. საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს.

 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” პარტნიორი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არ ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფრო მეტიც, ჟურნალისტების უფლებების პატივისცემისკენ მოწოდებებს “დეზინფორმაციას” და “ცილისწამებას” უწოდებს, ხოლო 5-6 ივლისს მედიის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობის ორგანიზატორებს არ აკავებს.



გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.



მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებთან მიმართებით.



მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024