მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

განცხადებები | მედია და გამოხატვის თავისუფლება | მედია და გამოხატვის თავისუფლება 13 მარტი 2023
 
 
 
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში[1], მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი [2], აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები.
 
უფრო ზუსტად კი, 2023 წლის 2 - 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში/შენობის მიმდებარედ დაფიქსირდა მედიის წარმომადგენელის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტები:
 
- ფიზიკური ძალის გამოყენებით [3] პარლამენტის ეზოდან გამოაძევეს [4] On.ge-ის რედაქტორი თამარ გეგიძე, შპს “ფორმულას” ფოტოჟურნალისტი ვახტანგ ქარელი და ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია;
 
- დააკავეს “პუბლიკას” დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს [5];
 
- დააკავეს “ტაბულას” ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს [6];
 
- დაშავდა “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია [7];
 
- დაშავდა “TOK TV”-ის ოპერატორი ხვიჩა გაბუნია და ჟურნალისტი ნუგზარ სუარიძე; [8]
 
- 07 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს მარი წაქაძეს;
 
- 08 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას წიხლი ჩაარტყეს. სპეცრაზმელი “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს იმ დროს გაუსწორდა, როცა ის ვიდეოს იღებდა. [9];
 
- 08 მარტს აქციის გაშუქებისას დაშავდა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე. დაზიანებები მან თვალის არეში მიიღო, რაც წიწაკის სპრეიმ გამოიწვია [10];
 
- 08 და 09 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტ თეა თეთრაშვილს. [11];
 
- 09 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს [12];
 
- 09 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძეს [13];
 
- 09 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს ნიკა საჯაიას [14];
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ცნობით, მის ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა [15].
 
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა უმრავლესობა უკვე გამოიკითხა და გრძელდება დეტალების დაზუსტება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.
 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ 16 ჟურნალისტის მიმართ გამოვლენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავე პირთა სათანადოდ დასჯა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ შემცირდეს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევები.

 
კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
 
- უზრუნველყოს მედიის წარმომადგენელთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შლების, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
 
- მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის და გამოკვეთილი შედეგების შესახებ პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას განახლებული მონაცემები.
 
 
____
 
[1] ნეტგაზეთი, 02.03.2023: ჟურნალისტებს და NGO-ების წარმომადგენლებს ამჯერად პარლამენტის შენობიდან არ უშვებენ https://netgazeti.ge/news/657954/
 
[2] მედიის ადვოკატირების კოალიციის 2023 წლის 02 მარტის განცხადება https://bit.ly/41Qig2T
 
[3] ბათუმელები,02.03.2023: დაცვის სამსახურმა პარლამენტის ეზოდან ძალით გამოყარა „ნეტგაზეთის“, „ონ.ჯი“- ს და „ფორმულას“ ჟურნალისტები. https://bit.ly/41F1Lqx
 
[4] NEWS.On.ge, 02.03.2023: https://bit.ly/3EMqi2P
 
[5] მედიაჩეკერი, 02.03.2023: პოლიციამ "პუბლიკას" ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავა https://bit.ly/3Yiadch
 
[6] ტაბულა, 02.03.2023: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა https://bit.ly/3EMSFOI
 
[7] NEWS.On.ge, 03.03.2023: აქციაზე დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია https://bit.ly/3KXmO1r
 
 
[9] ნეტგაზეთი, 09.03.2023: პარლამენტთან ნეტგაზეთის ჟურნალისტს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა https://bit.ly/3mHLqRF
 
[10] ტვ პირველი, 08.03.2023: https://bit.ly/3mCOP4i
 
[11/12/13/14] ფორმულას პირდაპირი ეთერი https://bit.ly/3JsDtZu
 
[15]: ნეტგაზეთი, 09.03.2023: სპეცრაზმმა “პუბლიკის” ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა https://bit.ly/3ZR1uyN
ნეტგაზეთი სურათი
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022