არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების შესახებ

სიახლეები | განცხადებები 1 ივნისი 2015

საქართველოს პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.

 

მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა ნაჩქარევად არის მომზადებული და, თავისი არსით, აზიანებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს; კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის ძირითადი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტუტუციის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“.

 მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს გასულ წელს უკვე ჩამოერთვა ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ამჟამად კი იგეგმება საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, ბანკი სრულყოფილად ვეღარ შეძლებს მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას.

 

ამასთან, გაუგებარია ასეთი ინიციატივის საფუძველი მაშინ, როცა საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად 2008 წლის ომისა, რუსეთის სავაჭრო ემბარგოს, საერთაშორისო კრიზისებისა თუ ეკონომიკური პრობლემებისა, ინარჩუნებს სტაბილურობას და საზოგადოების ნდობას; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ერთობლივ ანგარიშში კი დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის კუთხით შექმნილი სისტემა და საქმიანობა.

 

საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან მიმართებაში და მიანიშნეს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ ინიციატივამ შეიძლება შექმნას.

 

ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს შევუერთდეთ ბიზნეს-სექტორის პრაქტიკულად უპრეცენდენტო ერთობლივ პოზიციას და, ამასთან, ხაზი გავუსვათ რამდენიმე საკითხს:

 

კანონპროექტის მომზადებაში არ იყო ჩართული ეროვნული ბანკი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აშკარა შელახვას წარმოადგენს;

 

კანონპროექტის მომზადებაში ასევე არ იყვნენ ჩართული ექსპერტები, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც სრულიად გაუმართლებელია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე;

 

არ არის დასაბუთებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის მიზანშეწონილობა და კითხვებს აჩენს მისი ინიცირების დრო და სიჩქარე;
საბჭოს დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტის მაღალ რისკს შეიცავს, განსხვავებით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების წესისგან;

 

მსგავსი გადაწყვეტილება დააზიანებს საბანკო სექტორს, მაგრამ ამავდროულად შეეხება თითოეულ ადამიანს, რომელსაც საბანკო სექტორთან რაიმე ტიპის ურთიერთობა აქვს, ანუ პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მას ექნება ძალიან მკვეთრი პარალელური უარყოფითი ეფექტი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-იმიჯზე, შესაბამისად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეები, უარი თქვას პროცესის პოლიტიზირებაზე და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის შესუსტებაზე.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024