არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადებები 15 მარტი 2016

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღებისა და შეკრების თავისუფლების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებენ.


თსუ-ში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში დამძიმდა. "აუდიტორია 115-ის" აქციებს დაპირისპირდა სტუდენტური თვითმმართველობისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონტრაქციები.


როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენებს, კონტრაქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის ორგანიზებული, ძალადობრივი გარღვევა და პოლიციისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა. იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში „აუდიტორია 115-ის“ მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. "აუდიტორია 115-ის" წევრები და უნივერსიტეტის პროფესორები მიუთითებენ, რომ პოლიციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელი არ შეუშალა და არ აღკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა შენობაში შესვლა. სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.


მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ადგილზეა მობილიზებული, მას არ გააჩნია უნივერსიტეტის შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სტრატეგია და გეგმა, რაც აჩენს ორი სხვადასხვა შეკრების მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობრივი თავდასხმის რისკებს. რეალური საფრთხეების არსებობაზე მიანიშნებს ისიც, რომ კონტრაქციის მონაწილე სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები ხშირ შემთხვევებაში სცდებოდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და ქმნიდნენ ფიზიკური ძალადობის საფრთხეებს.
ამ დრომდე პოლიციასა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს დადგენილი შეკრების მონაწილეებისთვის შენობაში მიმოსვლის ერთიანი წესი. ასევე, არათანმიმდევრული დამკვირვებელი ორგანიზაციების დაშვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ერთიანი უსაფრთხოებისა და გადაადგილების რეჟიმის არარსებობა ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ზრდის პროცესების უკონტროლოდ განვითარების რისკებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:


- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება;

- საქართველოს მთავრობამ დაიწყოს, გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. "ოდეერების" უკანანო საქმიანობის შესახებ;

- საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სიიტემის ფუნდამენტური რეფორმა.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

კავშირი „საფარი“

ქალთა მოძრაობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"

კავკასიური სახლი

სათემო განვითარების ცენტრი 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო

ფონდი "ტასო"

 

ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, შემოუეთდეს განცხადებას (anuka@osgf.ge).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024