კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

განცხადებები 19 იანვარი 2020

 

 

დამოუკიდებელი ინსპექტორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა.[1] კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადად 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.[2] არსებული წესის მიხედვით, საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს ახალი კონკურსი.[3] თუმცა გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ 14-15 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრებები დახურულ რეჟიმში ჩაატარა ისე, რომ რაიმე ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებზე, ასევე გასაუბრებების შესახებ, ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია.

 

უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ  კონკურსში მონაწილეთა ვინაობა, დახურულ ფორმატში ჩატარებული გასაუბრებების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ასევე არ მოგვეცა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. სასამართლო სისტემაში კლანის გავლენების და მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული მანკიერი გარიგების გათვალისწინებით, კონკურსის გაუმჭვირვალედ ჩატარება კიდევ უფრო ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიმართ საზოგადოების ნდობას.

 

დამოუკიდებელიინსპექტორისინსტიტუტი „მესამეტალღის“ რეფორმისფარგლებში შეიქმნადა დაევალა მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოკვლევა და წინასწარი შემოწმება.[4] სამწუხაროდ, კანონმდებლობით ამ დრომდე არ არის შექმნილი აღნიშნული მექანიზმის საქმიანობისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები. მას თანამდებობაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შერჩევა-დანიშვნის პროცესზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს.[5]

 

ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილი შერჩევის წესი არ განსაზღვრავს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: როგორ ტარდება კონკურსის მეორე ეტაპი (კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების წესი, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, შეფასება და მისი დასაბუთება), არ არის დადგენილი კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და სხვა).[6]აღნიშნული ხარვეზები საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას აძლევს, რაც წინა დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის დროსაც დადასტურდა.[7]

 

ამ ფონზე, კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეაჩეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი და მხოლოდ შერჩევის საკონკურსო წესის სრულყოფის შემდეგ განაახლოს ის. ასევე, შერჩევის პროცესში საბჭომ უზრუნველყოს კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება და მათთან გასაუბრებები წარმართოს ღია სხდომაზე.

 

 

 ______________________________________________

 

[1]იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 13 დეკემბრის #1/346 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/346.pdf,განახლებულია: 17.12.2019.

[2]იქვე.

[3]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-10 პუნქტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2QZ3XFK, განახლებულია: 17.12.2019.

[4]საერთოსასამართლოებისშესახებსაქართველოსორგანულიკანონის 511 მუხლის 1-ლიპუნქტი.

[5]დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის პროცედურების შეფასებისთვის იხ., ნოზაძე ნ., შერმადინი ო., იუსტიციისუმაღლესისაბჭოსმონიტორინგის №7 ანგარიში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, თბილისი, 2019, გვ. 50-51.

[6]იქვე.

[7]კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას, ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/index.php?article_id=171&clang=0

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024