სდსს-ის ძველი და ახალი ხელმძღვანელობის ხარჯები და დიპლომები

IDFI მედიაში 15 მაისი 2014

გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უფროსის ხუთ მოადგილეზე პრემიის სახით 133 722 ლარი გაიცა, ხოლო 13 365 თანამშრომელზე - 5 759 315,5 ლარი.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წელს სდსს-ს მაშინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს პრემია არ დარიცხვია, მაგრამ მიიღო სახელფასო დანამატი 43 902 ლარის ოდენობით. ყოფილ მოადგილეებს შორის ყველა მეტი პრემია - ჯამში, 34 653 ლარი დავით ბესტავაშვილს აქვს მიღებული, ხოლო ყველაზე ნაკლები რაოდებით (4000 ლარი) - გიორგი ბარიშვილს. 33 138 ლარი აქვს მიღებული ნუგზარ ოთარაშვილს; 31 903 ლარი - გიორგი ფანცხავას და 30 028 ლარი - კახაბერ ჯაფარიძეს.

 

IDFI-ისთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში სდსს იუწყება, რომ სამსახურის მოქმედი საშტატო ნუსხა კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც გასულ წელს მიიღეს პრემიის სახით 5 759 315,5 ლარი, 13 365-ია.

 

ამავე დოკუმენტების მიხედვით, სდსს-მ გასულ წელს ბიუჯეტიდან მიიღო 45 741 006.08 ლარის დაფინანსება, საიდანაც 32 048 682.09 ლარი ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯა; მივლინებებისთვის დახარჯულია 1 569 808,48 ლარი. აქედან სდსს-ს მაშინდელმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გერმანიაში, ისრაელში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში ვიზიტებისთვის 4468,45 ლარი დახარჯა.

 

IDFI ამ მონაცემებთან ერთად აქვეყნებს სდსს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) ასლებს. სამსახურის უფროსს, თემურ მღებრიშვილს საქართველოს სახელწმიფო აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალი აქვს დამთავრებული სამართალმცოდნეობის სპეციალობით; მღებრიშვილის მოადგილეს - გიორგი იმერლიშვილს - კიევის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხორცის პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობა აქვს დამთავრებული; სდსს-ის უფროსის კიდევ ერთს მოადგილეს, როინ ვარშანიძეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფაკულტეტის დიპლომი აქვს და იურისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული; ჯაბა ვეკუას - იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის დიპლომი, იურისტის კვალიფიკაციით.


შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საიდუმლო გრიფით ხარჯავდა ფინანსურ სახსრებს პრეზიდენტის დავალებით. ეს დოკუმენტაცია ახალმა მთავრობამ გასული წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ტაილანდის კურორტ ფხუკეთში და სხვა ადგილებში დაისვენა, ასევე, ამ თანხებით დაფარა მისი უმცროსი ვაჟის სწავლის გადასახადიც, სხვადასხვა პირებისთვის შეიძინა საჩუქრები და ა.შ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით (მითვისება/გაფლანგვა) დაიწყო გასული წლის გაზაფხულზე, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024