სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

სიახლეები | განცხადებები 9 იანვარი 2025

ვგმობთ ბოლო კვირების განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.

 

გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც.

 

ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ.

 

ამის შედეგად უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ათეულობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას, თავად გახდნენ მსხვერპლნი კონსტიტუციის დარღვევისა, შეეზღუდათ რა გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

 

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

 

ხელმომწერები:

 

  •  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG)
  •  სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  •  სამოქალაქო იდეა
  •  დემოკრატიის მცველები
  •  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  •  აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
  •  ევროპის ფონდი
  •  ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  •  ჯეოქეისი
  •  საქართველოს მომავლის აკადემია
  •  საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  •  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
  •  მწვანე ალტერნატივა
  •  ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  •  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  •  დასავლური დემოკრატიისა და ლიდერობის ინსტიტუტი (IWDL)
  •  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  •  უფლებები საქართველო
  •  საფარი
  •  თბილისი პრაიდი
  •  წერტილი
  •  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024