ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები

პროექტები | დასრულებული პროექტები 14 სექტემბერი 2022

პროექტის სახელწოდება: ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები

დონორიომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი / Institute for war and peace reporting (IWPR)

ბიუჯეტი: 4500 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 20, 2022 – დეკემბერი 20, 2022

 

რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს და მიმართავს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით პრორუსული, ანტიდასავლური ძალების არსებობა რუსული ნარატივის შედეგია. გრძელვადიანი საბჭოთა პროპაგანდის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს ნოსტალგია ერთიანი საბჭოთა კავშირის მიმართ, ასევე შიში ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის და ზოგადად, საზოგადოებისადმი.

 

საქართველოში USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ ჩატარებული ეროვნული წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საბჭოთა ნოსტალგია დღესაც აქტუალურია. საბჭოთა ნოსტალგია ყველაზე ძლიერია ხანდაზმულებში, სოფლის მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების სეგმენტებში.

 

მცირე კვლევის ძირითადი აქცენტი იქნება 1970-იანი წლების ქართულ პრესაში შექმნილი ანტიდასავლური ნარატივის ანალიზი. განსაკუთრებით განხილული იქნება ანტიდასავლური დისკურსის აგების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები ყველაზე მნიშვნელოვან ყოველდღიურ გაზეთში - „კომუნისტი“. რადგან ეს იყო გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო ომს აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ.

 

შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში გაზეთის ნომრები ხუთწლიანი პერიოდიდან (1970 წლიდან 1974 წლის ბოლომდე) შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა და გაანალიზდება ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით. კერძოდ, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესი ფოკუსირებული იქნება ნარატივებზე, რომლებიც მოიცავს მითითებებს დასავლურ მაგალითებზე, საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქებასა და შედარებებს, რომლებიც გამოიყენება მედიაში სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაში. გარდა ამისა, კვლევაში ჩართული იქნება მასალები, როგორიცაა პლაკატები, კარიკატურები და სხვა სახის ვიზუალიზაცია. ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების გაგება სასარგებლო იქნება თანამედროვე დეზინფორმაციის ინსტრუმენტების ისტორიული აქტუალობის დემონსტრირებისთვის, რომლებსაც ძირითადად რუსული ან პრორუსული წყაროები იყენებენ.

  

პროექტის მიზნები: 

 

-       ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი;

-       სტუდენტების  (მომავალი ჟურნალისტები და სოციალური მეცნიერებების ექსპერტები) ტრენინგები თანამედროვე აქტუალური საკითხის კრიტიკულად მიდგომასა და ღრმა ფესვების გამოკვლევაში;

-       ანტიდასავლური პროპაგანდის გრძელვადიანი ხასიათისა და მისი ისტორიული წყაროების გაცნობიერების გაზრდა;

-       გადამზადებული სტუდენტების მიერ  საარქივო მასალის მოძიება და გამოყენება მედია მიზნებისთვის.

  

აქტივობები: 

 

-       სტუდენტები შეირჩევიან პროექტის სტაჟიორებად და მკვლევარ ასისტენტებად;

-       სტუდენტები გაივლიან ტრენინგს ნარატივისა და დისკურსის ანალიზში, ასევე ისტორიული წყაროების ანალიზში. სტუდენტებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგი ისტორიული პირველწყაროების მნიშვნელობაზე მედიაში;

-       საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეირჩევა და შეგროვდება გაზეთ „კომუნისტის“ ნომრები;

-       სისტემატურად იქნება გამოყენებული ანალიტიკური ინსტრუმენტები, როგორიცაა დისკურსისა და ნარატიული ანალიზი.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022