მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის სამართლებრივი ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 14 თებერვალი 2014

ავტორი: ნინო ცუხიშვილი (სამართლის ექსპერტი)

 

საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტის არსებული სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს საკითხის ფრაგმენტულ მოწესრიგებას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში.

 

ფრაგმენტული მოწესრიგების პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, უმჯობესია, მომზადდეს მამხილებლის ინსტიტუტის მომწესრიგებელი დამოუკიდებელი და ამომწურავი საკანონმდებლო აქტი. ასევე, მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტური სამართლებრივი რეგულირების მიზნით,უნდა გადაიხედოს სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა მოწესრიგების სფერო უკავშირდება მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით ხდება  მამხილებლის დაცვის არსებული ნორმების გაუმჯობესება, კანონში ცვლილებების პროექტი ვერ უზრუნველყოფს მამხილებლის ინსტიტუტის ფრაგმენტული მოწესრიგების აღმოფხვრას.

 

სასურველია, რომ მომზადდეს აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის მომწესრიგებელი დამოუკიდებელი და ერთიანი საკანონმდებლო აქტი. მნიშვნელოვანია,  დეტალურად განისაზღვროს მამხილებელ სუბიექტთა წრე და მხილების ფარგლები, ასევე მხილების განხორციელების გარე მექანიზმის ამოქმედების პირობები და მამხილებლის დაცვის გარანტიები მის მიერ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობისა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებების შემუშავების გზით. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის ფუნქციონირების სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საკანონმდებლო მოწესრიგებამ უზრუნველყოს მამხილებლის ინსტიტუტის დაცვის სრულყოფილი გარანტიების შექმნა.

/public/upload/pdf/Research/mamxileblis-instituti- kanonproeqtis- analizi(1).pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024