არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თამარ ქალდანის უწყების მუშაობა შეაფასეს - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 11 ივლისი 2016

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2013-2016 წლებში 115 ინსპექტირება განახორციელა. შემოწმდა 58 საჯარო უწყება, 57 კერძო ორგანიზაცია და 904 ობიექტი. მისი უწყების მუშაობის შესახებ 3 წლიანი ანგარიში პერსონალური დაცვის ინსპექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. თამარ ქალდანის თქმით, ყველაზე ბევრჯერ საქართველოს პროკურატურა შემოწმდა, 8-ჯერ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. სულ გამოვლინდა 108 სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო კონსულტაციების რიცხვი 3000-ზე მეტს აღწევს. მისი თქმით, ამ ყველაფერთან ერთად კი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ინტერნეტ სივრცეში პერსონალურ მონაცემებზე წვდომა.


პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ანგარიშით საინფორმაციო საშუალებები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში სიუჟეტი გავიდა, სადაც თამარ ქალდანთან ერთად პრობლემის გარშემო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილიც საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ გამოწვევები რჩება ფარული მიყურადების საკითხებთან დაკავშირებით. ის აგრეთვე საუბრობს საქართველოში არსებული მიდგომების ევრო-რეგულაციებთან ჰარმონიზაციის შესახებ.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშს მიმოიხილავს I არხი საინფორმაციო გადაცემაში მოამბე. მუშაობის სამი წლის შედეგები განიხილეს კურიერში გასულ სიუჟეტში. აღნიშნული შეხვედრისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მაესტროს კონტაქტიც საუბრობს.


პერსონალური მონაცემების აპარატის მიერ მომზადებულ მასალას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია ტაბულამ. გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ ‘’მნიშვნელოვანია სამომავლო რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, კერძოდ ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.’’ შეხვედრის შესახებ მასალას აქვეყნებს ასევე ტელეკომპანია ჯიდიესი, გადაცემაში 20/30.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024