ლიბერალი

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

IDFI: საზოგადოებასთან ელექტრონული კომუნიკაცია უნდა გაუმჯობესდეს

  (photo: )
 

 

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსების - ოფიციალური ვებ-გვერდებისა და Facebook გვერდების 2012-2013 წლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მონიტორინგი ჩაუტარდა საჯარო დაწესებულებებს, პოლიტიკურ სუბიექტებს, მედიასაშუალებებს, პროეტის ფარგლებში განხორციელდა 23 ცენტრალური საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, 8 პოლიტიკური პარტიის და 3 საჯარო პირის, ოფიციალური ვებ გვერდებისა და Favcebook გვერდების, ასევე 8 მედიასაშუალების Facebook გვერდის მონიტორინგი.

FACEBOOK გვერდების მონიტორინგი

 

Facebook გვერდების მონიტორინგი სამ ეტაპატ მომზადდა: საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ და საბოლოო ანგარიში.

ირკვევა, რომ სამთავრობო უწყებების მუშაობა ელ-სივრცეში გაუმჯობესდა.

მოქალაქეებს ახლა სხვადასხვა უწყებებთან მეტი კომუნიკაციის საშულება აქვთ. ბევრი მათგანი აქტიურად ეხმაურება მოქალაქეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

თუმცა ამ მხრივ სხვადასხვა პრობლემა მაინც არსებობს.

Facebook გვერდების საინფორმაციო ნაწილში საჯარო უწყებები ხშირად არ უთითებენ მათი გვერდის დანიშნულებას, ისტორიას და საკონტაქტო ინფორმაციას. უმრავლესობას არ აქვს ინტერაქტიური და საინტერესო აპლიკაციები ან მათი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია.

გვერდების ადმინისტრატორებს არ აქვთ სიახლეების განთავსების სტრატეგია. ნაკლებად იყენებენ ვიზუალურ და მარტივად აღსაქმელ საშუალებებს.

გარდა ამისა, პრობლემად რჩება მოქალაქეების მიერ გაგზავნილი და საჯაროდ დაწერილ კითხევზე გამოხმაურება. ხშირად გვერდების ადმინისტრატორები შეკითხვებს ყურადღებასაც არ აქცევენ.

ოფიციალური ვებ გვერდების მონიტორინგი

 

IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, სამთავრობო დაწესებულებები ხშირად საკუთარ ვებ-გვერდებს არაეფექტურად იყენებენ. ელექტრონულ საშულებას ისინი არ აღიქვამენ მოქალაქეებთან საკომუნიკაციო აუცილებელ საშუალებად.

საჯარო დაწესებულებები საკუთარ ვებ-გვერდზე ძირითადად თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან. რესურსზე განთავსებული არ აქვთ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი. სახელმწიფო უწყებების უმრავლესობას არ გააჩნია მოქალაქეებთან ურთიერთობის და ელ-კომუნიკაციის მოქმედი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.

არ თავსდება საინტერესო ბლოგები, ფორუმები, პეტიცია, დისკუსია და ა.შ.

მათი უმეტესობა სათანადოდ არ აღრიცხავს ოფიციალურ გვერდზე შესულ შეკითხვებს და წერილებს. შესაბამისად, მოქალაქეებს პასუხს არ სცემენ.

გარდა ამისა, IDFI- იმ საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. შედეგად გამოვლინდა, რომ ამ მხრივაც სხვადასხავა პრობლემა არსებობს, როგორც კომუნიკაციის, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. მაგალითად, თითქმის არ ხდება ელ-ფოსტითა და ვებ-გვერდზე ინტეგრირებული მიწერის ფუნქციით საჯარო დაწესებულებებში შესული წერილების აღრიცხვა.

თუმცა, ამასთან ერთად, დადებითი ტენდენციებიც გამოიკვეთა - შედარებით მეტად პრიორიტეტული ხდება უწყებებისთვის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

საჯარო დაწესებულებების სატელეფონო კომუნიკაცია

 

მონიტორინგმა აჩვენა, რომ გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სახელმწიფო უწყებებთან ტელეფონით დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ ამ სფეროშიც არსებობს პრობლემები. კერძოდ, 25 დაწესებულებიდან ცხელი ხაზის ნომერი მხოლოდ ხუთ საჯარო უწყებას აქვს: თბილისის მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს  და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ნომერი არაა მითითებული მთავრობის კანცელარიის გვერდზე.

საჯარო დაწესებულებათა დიდ ნაწილს არ აქვს ავტომოპასუხე.

რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ადგილს საქართველოს პარლამენტი იკავებს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე რთული ლტოლვილთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებაა.

მოქალაქის პლატფორმა Ichenge.ge

 

IDFI-ის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი მოქალაქის პლატფორმის კონცეფციის შემუშავებაა. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები და OGP-ის დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში შეიტანა მნიშვნელოვანი ვალდებულება, 2013 წელს დაინერგოს მოქალაქის პლატფორმა ichange.ge.

ანგარიშში წერია, რომ ამგვარი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციას და საზოგადოებრივ პრობლემებზე დისკუსიების წარმართვას. ელექტრონულ პლატფორმაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სამი ძირითადი განყოფილება: ელექტრონული პეტიციები, საჯარო კონსულტაციები და ელ-დემოკრატია.

IDFI-ის ანგარიშში წერია, რომ ელექტრონული ჩართულობისა და საჯარო კონსულტაციების კუთხით წარმოჩენილი პრობლემების გამოსასწორებლად აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. მიმართულების განსავითარებლად და ელექტრონული კომუნიკაციის მექანიზმების დასანერგად საჭიროა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.

“ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში სათანადოდ არაა გაწერილი იმგვარი ქმედითი პროცედურები, რომლებიც ინფორმაციის მიღებას გააიოლებს”, - წერია ანგარიშში.

IDFI ელექტრონული კომუნიკაციის განსავითარებლად საჯარო დაწესებულებებს რეკომენდაციების სახით მოუწოდებს, რომ შექმნან საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულყოფილი სამოქმედო გეგმა და სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები.

გარდა ამისა, აუცილებელია, ოფიციალური სახე მიეცეს ელ-ფოსტასა და საკონტაქტო ფორმით მიღებულ კითხვებსა და გზავნილებს; მუდმივად აღირიცხებოდეს დაწესებულებაში შესული კითხვები, კომენტარები და მათზე საპასუხოდ გაგზავნილი პასუხები: “პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვის აუცილებელია მოქალაქეების ელ-აქტიურობა და ელ-სერვისების დანერგვა”- წერია IDFI-ის ანგარიშში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024