გურიანიუსი

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

საქართველოს პარლამენტი, იუსტიცია და ლტოლვილთა სამინისტრო _ ბოლო სამეულში

 

IDFI-მ პროექტის - "ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მონიტორინგი განახორციელა. კვლევის მიზანს მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის შეფასება წარმოადგენდა.

კვლევა ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი ადგენს საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირების სისწრაფესა დახარისხს, ხოლო მეორე სასურველი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. მონიტორინგმა მოიცვა პროექტის სამიზნე 25 საჯარო დაწესებულება: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, ქალაქ თბილისის მერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველა სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრების აპარატები.

"ყველაზე რთული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება აღმოჩნდა. დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე 12-დან მხოლოდ 4 ჯერ გვიპასუხეს, დაბალია დაკავშირების ხარისხიც 4 დან 2 შემთხვევაში სამინისტროში დასარეკად საკმაოდ დიდი დრო - 45 წამი და წუთი და 20 წამი დაგვჭირდა. მხოლოდ 5-ჯერ შევძელით იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საჯარო დაწესებულებაში მოქმედებს ცხელი ხაზი ამ საჯარო დაწესებულებებმა დაიკავეს ბოლო ადგილები სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის რეიტინგში". _ აცხადებენ კვლევის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა მაისის თვეში გაუმჯობესდა და შედარებით გაადვილდა სატელეფონო კომუნიკაცია ორივე საჯარო დაწესებულებასთან. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სახელმწიფო უწყებებთან ტელეფონით დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს, აღსანიშნავია, ასევე, რომ  დასმულ კითხვებზე ინსტიტუტმა პასუხი ყველა საჯარო დაწესებულებიდან მიიღო. საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები ცდილობენ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავი პასუხი გასცენ მოქალაქეებს ან გადაამისამართონ შესაბამის დეპარტამენტში. თუმცა, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს.

კვლევა მომზადდა პროექტის - "ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი" (IDFI), "პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან" (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის  მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024