Media.Ge

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება“ -IDFI

თამარ ფარადაშვილი

 

ყოველწლიურად ინტერნეტ მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას მასზე ხელი არ  მიუწვდება,  განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში-აღნიშნულია კვლევაში „ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში - ინტერნეტის ხელმისაწვდომობა“, რომელიც“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მოამზადა.

კვლევა, რომელიც  ივნისში გამოქვეყნდა, მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ   საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტს ნაკლებად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო რესურსად მიიჩნევს, სხვებისთვის კი მასზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებებია: კომპიუტერის არქონა, საჭირო უნარების ნაკლებობა და ინტერესის სიმცირე. ქსელის გამოყენების პრობლემები გაცილებით მასშტაბურია რეგიონებში. 

„ კვლევებმა აჩვენა, რომ  მომხმარებელთა უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ძირითადად ინფორმაციის მიღებისათვის იყენებს, პრიორიტეტული არ არის ორმხრივი კომუნიკაცია და მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირება.  დაბალია მოქალაქეების აქტიურობა პეტიციებისა და საკუთარი იდეების ინიცირების კუთხით. თუმცა, ინტერნეტ გამოკითხულთა უმეტესობამ (რესპონდენტების უმეტესობა სოციალურად აქტიური ადამიანები იყვნენ) მზადყოფნა გამოთქვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, ამისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვის შემთხვევაში“- აღნიშნულია კვლევაში, რომლის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024