IPN:პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2010

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს
13:38 16-12-2010
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროებმა უარი განაცხადეს . 
ამის შესახებ დღეს ახალი ვებგვერდისwww.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. 
ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები. 
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციებვის საკითხთა სამინისტრო. 
პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის 11-მა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, 5-მა – სრულიად, 4-მა – უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა. 
"არის შემთხვევა, როდესაც გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო ფონდს. ეს შემთხვევა კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფიქსირდა. ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა 2008, 2009 და 2010 წლების მონაცემებს",-ითქვა საიტის პრეზენტაციის დროს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024