ლიბერალი: Opendata გაიხსნა

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2010

 

 

Opendata გაიხსნა

 

 

opendata image
დღეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ" არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის ინსტიტუტთან" ერთად ახალი ვებ-პორტალი www.opendata.geგახსნა.

 

ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან და მედია ექსპერტებთან ერთად პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, საჯარო ინფორმაციის სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვას და ვებ-გვერდზე ატვირთვას ერთადერთი მიზანი აქვს - მომავალში უფრო გამჭვირვალე გახადოს საჯარო უწყებების მუშაობა.

ვებ-პორტალზე პერმანენტულად აიტვირთება ინფორმაცია საჯარო უწყებების ბიუჯეტების, პრემიების, სახელფასო ფონდების, საშტატო ერთეულების, ავტოპარკისა და სატელეფონო, ასევე სამივლინებო ხარჯები, საჯარო დაწესებულებების უძრავი ქონება.

დღეისთვის მიღებული პასუხების ანალიზით ირკვევა, რომ ყველაზე დახურული სტრუქტურები პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროა.

ყველაზე ოპერატიულად და ამომწურავად კი საჯარო ინფორმაცია რეინტეგრაციის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა.

მომავალში IDFI არ აპირებს საინფორმაციო ვებ-პორტალისთვის მიღებული მასალის ანალიზს, თუმცა დღევანდელ პრეზენტაციაზე მაინც წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სამინისტროებში სახლფასო ფონდებისა და პრემიების შეფარდება, კონკრეტული მინისტრებისთვის გამოყოფილი ულიმიტო საწვავვის ხარჯები და ასტრონომიული ხარჯები საჯარო პირების პირადი სატელეფონო ხარჯების ასანაზღაურებლად.

დღეიდან www.opendata.ge ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის და მომავალშიც ყველას შეუძლია გახდეს ამ საიტის კონტრიბუტორი, თუმცა ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"www.idfi.ge სამოქალაქო სექტორში აქტიურ მოქმედებას სწორედ ახალი ვებ-პორტალით იწყებს. თუმცა ორგანიზაცია წელიწადზე მეტია მუშაობს და ქართულ არასამთავრობო სექტორში გავლენიანი პარტნიორებიც შეიძინა. ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით IDFI რამდენიმე პროექტის განხორციელებას აპირებს.

 



 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024