ლიბერალი

IDFI მედიაში 22 მარტი 2013

IDFI: რეალურად შემცირდა თუ გაიზარდა მინისტრების შემოსავლები?

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” დაინტერესდა, თუ როგორი იყო წინა წლებში მინისტრების საშუალო თვიური შემოსავალი და განსხვავდება თუ არა ეს თანხა, მინისტრების ახლანდელ შემოსავლებთან.

ირკვევა, რომ 2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული საშუალო შემოსავალი (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7372(ხელზე 5898)ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ შემოსავალს. 

შეგახსენებთ,  საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 7 მარტის ბრძანებით, საქართველოს მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს თებერვალში პრემიის სახით 4335 ლარის მიეცათ.

ამ ბრძანების შემდეგ, მთავრობის კანცელარიამ საზოგადოებას განუმარტა, რომ მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და თითოეული მინისტრი ყოველთვიურად დასაბეგრი  შემოსავლის სახით  7875(ხელზე 6300)ლარს მიიღებდა. ასევე,  მინისტრები დამსახურების შესაბამისად, პრემიას წელიწადში მხოლოდ ერთხელ მიიღებდნენ.

ანუ, საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი  განისაზღვრა  7875 ლარით (3540 ლარი ხელფასი და 4335 ლარი დანამატი). შესაბამისად, საპრემიო თანხების გარეშე, საქართველოს მთავრობის წევრის ერთი წლის შემოსავალი შეადგენს 94 500 ლარს (ხელზე 75 600 ლარს), ხოლო 19 მინისტრზე სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 795 500 ლარით.

რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, IDFI-ის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ამჟამად 2012 წელს მინისტრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია განთავსებული არაა.

IDFI-იმ ასევე, 2012 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს მიმართა 2012 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით მინისტრებზე გაცემული პრემიების ოდენობების მონაცემთა მოთხოვნით. ირკვევა, რომ 2012 წელს იმ მინისტრების, რომელთა შესახებაც IDFI-იმ მოიპოვა ინფორმაცია, საშუალოდ მიღებულმა ყოველთვიურმა შემოსავალმა შეადგინა 6913(ხელზე 5530) ლარი.

აღსანიშნავია, რომ ზოგმა სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა, ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, რეალურად რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის სახით თითოეულ მინისტრზე თვეების მიხედვით.

"როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, 2013 წელს მინისტრის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს. ხოლო 2012 წლის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს როგორი იქნება მინისტრის შემოსავალი. თუმცა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიუჯეტიდან მინისტრებზე გათვალისწინებული საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება იგივე დარჩება, რაც დაფიქსირდა 2011 წელს"- წერია IDFI-ის განცხადებაში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23.01.2020

ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები

21.01.2020

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2019

კარგი მმართველობის მოდულის მსმენელთა დაჯილდოება

19.12.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

21.01.2020

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

19.01.2020

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

12.01.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

09.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019