FrontNews.ge

IDFI მედიაში 13 მარტი 2013

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ტელეკომპანია მე-9 არხს აკრიტიკებს

28 თებერვალი 13:55 , 2013

 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ტელეკომპანია მე-9 არხს აკრიტიკებს და მოუწოდებს, „ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგეს და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით მაყურებელი შეცდომაში აღარ შეიყვანოს".
 
კრიტიკის მიზეზი ტელეკომპანიის ეთერში 25 თებერვალს გასული სიუჟეტი გახდა სახელწოდებით „ყოველთვიური პრემიები”.
 
„არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა" – ნათქვამი იყო სიუჟეტში, რომელსაც ჰედლაინად გასდევდა წარწერა "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ".
 
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" განმარტავს, რომ მან ინფორმაცია მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ჭაკუაზე გამოაქვეყნა. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ სხვა პირებს, მათ შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ არ იქნა მოწოდებული, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი სტატია მომზადდა „წამებაში ეჭვმიტანილ პირთა პრემიები" და აღნიშნული მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში IDFI-ს თავჯდომარემ განმარტა, თუმცა ტელეკომპანიამ სიუჟეტში რეალობა სრულყოფილად არ ასახა.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024