NewPosts.ge

IDFI მედიაში 13 მარტი 2013

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" "მე-9" არხს სტანდარტებს ახსენებს

14:30 28.02.2013

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)" ტელეკომპანია მე-9 არხის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით მაყურებელი შეცდომაში არ შეიყვანონ.

IDFI-ის მაგალითად მოჰყავს მეცხრე არხის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების ხელფასებსა და პრემიებზე.

სიუჟეტში გამოყენებული იყო IDFI მოპოვებული ინფორმაცია, თუმცა, როგორც ინსიტუტის წევრები აცხადებენ, მე-9 არხმა მათი მოპოვებული ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

IDFI-ს განცხადებაში ნათქვამია : ,,მეცხრე არხის სიუჟეტს ჰედლაინად გასდევდა შემდეგი წარწერა: "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ, რაც არასწორია". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტექსტი ინტერპეტირებული იყო.

,, როგორც ირკვევა, ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ მომზადებული სტატიის შინაარს, "" -ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს ტელეკომპანია მე-9 არხს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024