ივერონი

IDFI მედიაში 13 მარტი 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია "მეცხრე არხს" ადანაშაულებს

 
28/02/13 13:36

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ტელეკომპანია მე-9 არხის, ეთერში 25 თებერვალს გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება და ტელეკომპანიას მოუწოდებს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით საკუთარი მაყურებელი შეცდომაში არ შეიყვანონ.
„25 თებერვალს ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა სიუჟეტი სახელწოდებით „ყოველთვიური პრემიები”, სადაც აღნიშნული იყო - „არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი-ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა.“ სიუჟეტს ჰედლაინად შემდეგი წარწერა - "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ“ -გასდევდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განმარტავს, რომ ინსტიტუტმა ინფორმაცია მიიღო და გამოაქვეყნა მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ჭაკუაზე. რაც შეეხება სიუჟეტში ჩამოთვლილ სხვა პირებს, მათ შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, რასთან დაკავშირებითაც მომზადდა შესაბამისი სტატია- „წამებაში ეჭვმიტანილ პირთა პრემიები“ და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განმარტებული იქნა IDFI-ის თავჯდომარის მიერ, მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუიში, მე-9 არხმა განმარტება, სიუჟეტში სრულყოფილად არ ასახა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024