ლიბერალი

IDFI მედიაში 28 თებერვალი 2013

IDFI-ი მე-9 არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება

28.02.2013

25 თებერვალს ტელეკომპანია მე-9 არხმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციაზე დაყრდნობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა პრემიების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით,  პატიმრების წამებაში ბრალდებული პირები, გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვები  თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ.  

IDFI-ის განცხადებით,  ინსტიტუტმა ინფორმაცია მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ჭაკუაზე მიიღო და გაავრცელა. რაც შეეხება მკურნალაძეს, ავსაჯანიშვილს და სხვებს,   მათი პრემიების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ორგანიზაციას არ მიაწოდა. ეს IDFI-ის თავჯდომარემ მე-9 არხთან ინტერიუში განმარტა. 

,, სამწუხაროდ მე-9 არხმა ჩვენი განმარტება სიუჟეტში სრულყოფილად არ ასახა. შესაბამისად, ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ მომზადებული სტატიის შინაარს. ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს ტელეკომპანია მე-9 არხს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარ ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით შეცდომაში არ შეიყვანონ საკუთარი მაყურებელი." _ წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024