ნეტგაზეთი

IDFI მედიაში 25 თებერვალი 2013

2013.02.12

მედიაკოალიცია შეშფოთებულია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტემპის გამო

 

 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“  განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მიესალმება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭოს შექმნას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, თუმცა კოალიცია გამოხატავს  შეშფოთებას სამუშაოს ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო.

“კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 2015 წლის ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებულად გადასვლისათვის, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ტექნიკური სამუშაოების განხორციელება და ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიის კოალიციამ 12 თებერვალს გაავრცელა.

კოალიციამ 2013 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა კომისიას, რათა მან დაიწყოს ბაზრის ყველა იმ სეგმენტის კვლევა, რომელიც უკავშირდება ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის მომსახურებას.

კოალიციას მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ასევე, გატარდეს ქმედითი ღონისძიებები  ქვეყანაში ისეთი ტელემიმღებების შემოტანისა და გაყიდვის ხელშეწყობისთვის, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დამატებითი ხარჯის გარეშე ანალოგურთან ერთად  მიიღოს ციფრული სიგნალი. ამ ღონისძიებების განხორციელება კი პრაქტიკულად შეუძლებელია დამტკიცებული სტრატეგიის გარეშე.

კოალიცია გამოხატავს მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, თუმცა აღნიშნავს, რომ მითითებულ საკითხებზე მუშაობა არის სახელმწიფოს ვალდებულება  და საჭიროებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოძიებას.

“შესაბამისად, სახლემწიფოს მიერ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების გარეშე, შეუძლებელი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ქმედითი თანამშრომლობა.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაითვალისწინებენ ჩვენს წინადადებებს და უზრუნველყოფენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას დადგენილ ვადებში”, - აცხადებს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024