Media.Ge

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები შს მინისტრის მოადგილის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებენ

ეს შენ გეხება

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლევან იზორიას ბრალდებები კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების წინააღმდეგ შემაშფოთებელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 12 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და სამართალდამცავების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. იზორიამ განაცხადა, რომ უკანონო მოსმენები საქართველოში არ ხორციელდება და კამპანიის წევრ ორგანიზაციებს მიმართა მოსმენების კონკრეტული ფაქტები დაასახელონ.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი არაკონსტრუქციული მიდგომა მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოს წყობილებისთვის და ცალსახად დარტყმის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივიზმის იდეას“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიზანი  საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ თვალთვალისა და მიყურადების არსებული პრაქტიკის შეცვლა და კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

კამპანიის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, უწყებათშორისმა საბჭომ, რომლის წევრი შსს-ც არის, ერთხმად მიიღო ადამიანის უფლებათა სტრატეგია და აღიარა, რომ ,,სამინისტროს ჰქონდა და დღესაც აქვს ხელმისაწვდომობა სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე, sms და სხვა ელექტრონულ საშუალებებზე“ და საჭიროა ნათელი რეგულაციების შემოღება და მონიტორინგი.

„ამის ფონზე, პრობლემის არარეალურობის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია, რბილად რომ ითქვას, უცნაურია. დასანანია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს, ხოლო მეორეს მხრივ ამ პრობლემის დეტალებზე საუბარს და მის მოგვარებაში დახმარების სურვილს, რეფორმის აქტიურად განხორციელებისკენ მოწოდებას ,,სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ უწოდებს“, - აღნიშნავენ არასამთავრობოები.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კამპანიის დაწყებისას მზადყოფნა გამოთქვა დიალოგისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არ ისურვეს აღნიშნული საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვა და არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება კანონპროექტის პრინციპებსა და კონკრეტულ მუხლებზე.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან: „ღია საზოგადოება - საქართველო“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ფონდი ლიბერალური აკადემია.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024