ჯი-ეიჩ-ენი

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დიალოგისთვის მზად არიან

 10:45 - 10.03.14

 

კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის. ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისაღები იქნება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შეჯერება მოხდება.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. შესაბამისად, ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოქალაქეების ინტერესების შეჯერებით კი არ უნდა იქმნებოდეს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შექმნილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" კამპანიის მონაწილეები უჭერენ მხარს, სწორედ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს პასუხობს. ამ სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა არა მხოლოდ გააძლიერებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხს, არამედ საქართველოს თავიდან ააცილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წაგებას და შესაბამისად, ფინანსურ სანქციებს.
დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე აპელირებით სამართალდამცავი ორგანოების ძალაუფლების იმგვარად გაზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილებას. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება რეფორმები გაატაროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს რეგულირება პირად მონაცემთა დაცვის კუთხით და მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართული ორგანიზაციები, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.
განცხადებას რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება. შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორები შემდეგი ორგანიზაციები არიან:
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, „ლიბერალური აკადემია თბილისი", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023