Media.Ge

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

 

Opendata.ge-ზე ოთხი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაცია აიტვირთება

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა Opendata.ge გაფართოვდა და ამ ვებ გვერდზე  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „მწვანე ალტერნატივა“  საჯარო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას ატვირთავს.

პორტალი 2010 წელს IDFI-მ შექმნა. ორგანიზაცია სხვდასხვა ტიპის ინფორმაციას ყველა საჯარო უწყებას სთხოვდა და შემდეგ ამ პორტალზე ათავსებდა. 2014 წელს კი ამ ბაზის გაფართოება გადაწყვიტა.

„ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები განსხვავებულ თემებზე მუშაობენ, ისეთზე როგორიცაა სახემწიფო შესყიდვები, სამართლებრივი საკითხები, ისინიც დიდი რაოდენობით საჯარო ინფორმაციას ითხოვენ. ჩვენი ბაზების გაერთიანებით, პორტალი უფრო სრულყოფილი გახდება“, - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაციაზე 27 თებერვალს.

პორტალი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰურიდოქსის“ ტექნიკური დახმარებით განახლდა. ბაზაში გაერთიანებულია ამ ოთხი ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ძებნა შესაძლებელია თარიღებით, სათაურებით, კატეგორიებით, ან თავად ორგანიზაციების მიხედვით. აქვეა განთავსებული მიღებული ინფორმაციის სტატისტიკაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, პორტალზე განთავსებული ინფორმაცია დაეხმარება ჟურნალისტებსაც დოკუმენტებზე დაყრდნობილი მასალების მომზადებაში, ახალი თემების მოძიებაში.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საგამოძიებო მასალების ნაკლებობაზე. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამგვარი მასალების მომზადებაში დაეხმარება ჟრუნალისტებს Opendata.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

პრეზენტაციას იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მიხელიძეც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარი ბაზის არსებობა მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს ზრდის.

„ეს არის საკითხი, სადაც მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელიხელჩაკიდებულები უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან ღიაობის ის სტანდარტი, რაც ქვეყანაშია, უფრო მეტად გაიზარდოს და თვალსაჩიინო გახსდეს საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რუსუდან მიხელიძემ. მისი თქმით, უნდა მოხდეს ამ ბაზის პოპულარიზაცია, რომ მოსახლეობამ გამოიყენოს გამოქვეყნებული ინფორმაცია. გარდა ამისა, მიხელიძემ გამოთქვა სურვილი, რომ Opendata.ge მიებას მოქალაქის პორტალს my.gov.ge საიდანაც დაინტერესებულ პირს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლია.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024