ტაბულა

IDFI მედიაში 26 დეკემბერი 2013

 

1 707 631 ლარი პრემია თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლებისთვის
19/12/2013
 
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წლის 10 თვეში თბილისის საკრებულოში 1 707 631 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 19 095-19 095 ლარი მიიღეს დეპუტატებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ, ხოლო 18 664 - საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა.
 
პრემიის სახით გაცემული საერთო თანხიდან საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
 
IDFI-ის ცნობით, 10 თვეში პრემიის სახით 18 000 ლარამდე მიიღეს მამუკა ახვლედიანმა და გიორგი მუსხელიშვილმა. 17 020-17 020 ლარი მიღებული აქვს საკრებულოს 6 დეპუტატს, მათ შორის - ზაზა გაბუნიას, გულიკო ზუმბაძეს და სხვებს.
 
დანარჩენი დეპუტატების მიერ მიღებული პრემიის ოდენობა თითოეულისთვის მერყეობს 6 760 ლარიდან 16 832 ლარამდე.
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის N1-7 გადაწყვეტილებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი.
 
რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებზე და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს. აღნიშნული თანხა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაძლებელია მიიღოს საკრებულოს წევრმა შემდეგი დაყოფით: ფრაქციაში გაწეული სამუშაოსთვის - არა უმეტეს 300 ლარი, კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის – არა უმეტეს 700 ლარი, საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის, განხილვებში მონაწილეობისა და სხვა ცალკეული დავალებებისათვის - არა უმეტეს 700 ლარი.1 707 631 ლარი პრემია თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლებისთვის
ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2013 - 18:20 1 კომენტარი
1255 წაკითხვა
652
 
3
 
0
G+
0
 
მსგავსი ამბები
 
    საია საჯარო დაწესებულებებში პრემიებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს
    IDFI: ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა პრემიის სახით 956 389 ლარი მიიღეს
    კანცელარია: შეიძლება ციფრები არის სწორი, მაგრამ მოხდა ინფორმაციით მანიპულირება
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წლის 10 თვეში თბილისის საკრებულოში 1 707 631 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 19 095-19 095 ლარი მიიღეს დეპუტატებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ, ხოლო 18 664 - საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა.
 
პრემიის სახით გაცემული საერთო თანხიდან საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
 
IDFI-ის ცნობით, 10 თვეში პრემიის სახით 18 000 ლარამდე მიიღეს მამუკა ახვლედიანმა და გიორგი მუსხელიშვილმა. 17 020-17 020 ლარი მიღებული აქვს საკრებულოს 6 დეპუტატს, მათ შორის - ზაზა გაბუნიას, გულიკო ზუმბაძეს და სხვებს.
 
დანარჩენი დეპუტატების მიერ მიღებული პრემიის ოდენობა თითოეულისთვის მერყეობს 6 760 ლარიდან 16 832 ლარამდე.
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის N1-7 გადაწყვეტილებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი.
 
რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებზე და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს. აღნიშნული თანხა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაძლებელია მიიღოს საკრებულოს წევრმა შემდეგი დაყოფით: ფრაქციაში გაწეული სამუშაოსთვის - არა უმეტეს 300 ლარი, კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის – არა უმეტეს 700 ლარი, საკრებულოს სხდომებზე დასწრებისათვის, განხილვებში მონაწილეობისა და სხვა ცალკეული დავალებებისათვის - არა უმეტეს 700 ლარი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024