ნეტგაზეთი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

2013.12.19

"2013 წელს პრემიის სახით შიხიაშვილმა 18684 ლარი მიიღო, ჯაბა სამუშიამ – 19095 ლარი"

2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ 1 707 631 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საკრებულოდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI იუწყება.

 

მოცემულ პერიოდში პრემიის ყველაზე დიდი ოდენობა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს:

 

 

"ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტის უკანასკნელი ცვლილებით მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვრა 210 ერთეულით, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გამოყოფილია 4 585 500 ლარი. აღნიშნული თანხიდან 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე - 1 268 355 ლარი. 2013 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის (ირაკლი შიხიაშვილის) დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე.

 

თბილისის საკრებულოს წევრებზე ყველაზე დიდი თანხა, 107 107 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში. 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრებიდან პრემიების ყველაზე დიდი ოდენობა მიიღეს ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ. თითოეულ მათგანს პრემიის სახით ერგო 19 095 ლარი. მათ მცირედით ჩამოუვარდება თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 18 684 ლარი", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

IDFI მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოში პრემირების თავისებური მიდგომა არსებობს, რომელიც წარმატებით შენარჩუნებული იქნა 2013 წლის ივლისის თვეში საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილების შემდგომაც.

 

"კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე. საკრებულოში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ ასევე გაიზარდა საკრებულოში ფრაქციების რაოდენობა, რამაც განაპირობა შემდგომ პერიოდში პრემიებით დაჯილდოებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ზრდა. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, ამ მხრივაც ყველაზე დიდი თანხა, 256 625 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს სახელფასო დანამატები არ მიუღიათ.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024