რეპორტიორი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

IDFI: თბილისის საკრებულოს მიერ საწვავისთვის გამოყოფილი თანხები სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს

 
 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიერ საწვავისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს. 2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 915 725 ლარს შეადგენს.

 

ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.

IDFI-ის მიერ მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა - 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kia rio მოდელის ავტომობილში.

 

როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს, ისევე როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს",- ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024