ტელეგრაფი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

IDFI: თბილისის საკრებულოს წევრებზე და თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობამ 1 707 631 ლარი შეადგინა

20130726191628sakrebulo

      ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემული პრემიების საერთო რაოდენობამ 1 707 631 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” – IDFI ავრცელებს. IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრებიდან პრემიების ყველაზე დიდი ოდენობა მიიღეს ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ. თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო. მათ მცირედით ჩამოუვარდება თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო. IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე. საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია – საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 1 700 ლარს შეადგენს. IDFI აქვეყნებს ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებაც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა 203 445 ლარი შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ 5640 ლარი გამოეყოთ. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს თითოეულს 4 471 ლარი გამოეყოთ საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის. “ჩვენ თბილისის საკრებულოდან ასევე მოვითხოვეთ აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ, სამწუხაროდ, ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. ამასთან, საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტების ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს”,- აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024