სააგენტო პირველი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013
 

 
თბილისის საკრებულო სხვადასხვა ხარჯების მიზნობრიობას განმარტავს
 
20:15 19.12.2013

საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ გაღებულ სხვადასხვა ხარჯებს უკავშირდება. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური მიდგომის შემთხვევაში ადვილად შესამჩნევია, რომ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ორ რეალობას შორის. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში, მივლინებებსა და სხვა ამოცანებისათვის სამჯერ და ოთხჯერ მეტი თანხა იხარჯებოდა, რის დასტურადაც გამოდგება სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მხოლოდ მივლინებებისათვის 160 000-ზე მეტი ლარი განკარგა საკრებულოს ბიუჯეტიდან. ამასთან, ობიექტურობის შემთხვევაში ადვილად დასანახია ისიც, რომ საწვავის ხარჯის გაზრდა განაპირობა არა საკრებულოს ხელმძღვანელობის ცვლილებამ, არამედ უწინარესად იმან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შვიდი ფრაქცია შექმნა, რამაც შესაბამისად სახელფასო და ავტომობილების უზრუნველყოფის ხარჯები გაზარდა, რადგან ამავე მიზეზით თანამდებობის პირთა რაოდენობაც გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, საკრებულოში განმარტავენ, რომ "საპრემიებო თანხების გაცემა ხდება არამხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, არამედ აპარატის თანამშრომლებზე და შედეგად, თანამშრომელთათვის გაცემული პრემიების ოდენობა სამჯერ აღემატება პოლიტიკური თანამდებობების პირებისათვის გაცემულ, კანონის მიერ რეგულირებულ პრემიების ოდენობას". 

"ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ვითანამშრომლოთ აღნიშნულ და ყველა დაინტერესუბულ ორგანიზაციასთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფთან, იმისათვის, რომ თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან ხარჯვითი პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024