New Posts

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

საკრებულოს ხარჯები და პრემიები - შიხიაშვილის პრემია 18 684 ლარი

17:17 2013-12-19
 
2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 915 725 ლარს შეადგენს.

ყველაზე დიდი თანხა - 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kia rio მოდელის ავტომობილში.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.

"როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს, ისევე როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს",- ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი.

ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი.

2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის. ჩვენს მიერ თბილისის საკრებულოსთვის ასევე მოთხოვნილი იქნა აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა.

ამასთან საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს. მაგალითად მცირედით ჩამოუვარდება იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, მისი თანამდებობრივი სარგო კი, ყოველთვიურად 3540 ლარია.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024