ლიბერალი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ათი თვის განმავლობაში 18 684 ლარი პრემია აიღო

  (photo: )

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი თბილისის საკრებულოს ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

თბილისის საკრებულოს მიერ IDFI-სთვის მიწოდებულ დოკუმენტებში აღნიშნულია:

2013 წლის ბიუჯეტის უკანასკნელი ცვლილებით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული 210 პირის ანაზღაურებისათვის წლიურად 4 585 500 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემული პრემიების საერთო რაოდენობამ 1 707 631 ლარი შეადგინა, საიდანაც საკრებულოს წევრებზე 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი გაცემული.

2013 წლის იანვარი-ივლისი პერიოდში პრემია საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე გაიცემოდა, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის (ირაკლი შიხიაშვილის) დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია საკრებულოს 31 წევრზე გაიცემოდა.

2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა 18 684 ლარი მიიღო, საკრებულოს წევრებიდან პრემიების ყველაზე დიდი ოდენობა - 19 095 ლარი კი ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024