ivote.ge

IDFI მედიაში 13 დეკემბერი 2013

 

 არასამთავრობოები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ
12 /12/2013 
 
 
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ . მიმართვაში არასამთავროები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა.
 
"უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს.
სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.
 
2013 წლის 21 სექტემბრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
 
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.
 
ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება", - ნათქვამია მიმართვაში.
 
მიმართვას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI); "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო".
 
http://www.interpressnews.ge/ 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024