media.ge

IDFI მედიაში 10 დეკემბერი 2013

 

არასამთავრობოებმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს
ალექსანდრე ქეშელაშვილი
10.12.2013 
 
 
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  9 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო:  „ინფორმაციის ღიაობა: კორუფციასთან ბრძოლაში სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობები“, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. კონფერეცნია სასტუმრო Holiday Inn-ში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანზიებით მოეწყო.
 
როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა კონფერენციაზე  აღნიშნა, საქართველოს მთვრობამ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება აიღო,  თუმცა საჯარო ინფორმაცია ხშირად ისევ მიუწვდომელია: „საჯარო სამსახურების ვებ-გვერდებზე არის ცალკე გრაფა - „საჯარო ინფორმაცია“, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ცარიელია. სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ნება, ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ პრობლემები რჩება ხელისუფლების დაბალ რგოლებში“ - განაცხადა ავალიშვილმა. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის განთავსება შრომატევადი საქმეა და სხვადასხვა სტრუქტურები ზედმეტ ვალდებულებად აღიქვამენ.  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის მთვრობის ვადლებულება საზოგადოების წინაშე, რადგან ისინი მოქალაქეებისგან ფინანსდებიან: „კანონით დადგენილი მოსაკრებელის გარდა, საჯარო ინფორმაცია არის უფასო“  - თქვა ლევან ავალიშვილმა.
 
IDFI -ის გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მონაწილეობაზეც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“,  რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს ახალ ვადლებულებებს და აპირებს 2014 წლიდან აამოქმედოს ვებ-გვერდი www.data.gov.ge. თუმცა, ავალიშვილმა ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან შესადარებლად საქართველოსა და აშშ-ის მთვრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციები წარმოადგინა. საქართველოს ხელისუფლება ძირითდად შეზღუდულ PDF ფაილებში ტვირთავს ინფორმაციას, მისი დამუშავება ამ შემთხვევაში ძალია რთულია. მაშინ, როცა აშშ მოქალქეებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს. ავალიშვილმა დასძინა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო მაინც წინ მიიწევს ინფორმაციის ღიაობის კუთხით.
 
კონფერენციაზე საკუთარი ვებ გვერდები წარმოადგინეს სხვა არასამათავრობო ორგანიზაციებმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ჭანტურიას თქმით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უსარგებლო იქნება, თუკი მოქალაქეები ვერ მოახერხებენ მის შესწავლას და გამოყენებას. შესაბამისად, მისი ორგანიზაცია ცდილობს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საჯარო ინფორმაციის ბაზები. ჭანტურიამ კონფერენციაზე  იურიდიული პირების მფოლებელების შესახებ ინფორმაციის მოკვლევის პრაქტიკული მაგალითი წარმოადგინა, რისთვისაც სხვადასხვა ვებ გვერდები გამოიყენა: corpsearch.tigeorgia.webfactional.com   www.tendermonitor.ge declaration.gov.ge და www.voters.cec.gov.ge . 
 
მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უფრო გასაგები ფორმატით მიწოდებისთვის შეიქმნა ვებ გვერდი www.priceofthestate.ge , რომელიც კონფერენციის მონაწილეებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) წარმომადგენელმა ნინო ევგენიძემ გააცნო. „ჯამპსტარტ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ერიკ ბერეტმა კი მონაცემთა ვიზუალიზაციაზე გააკეთა მოხსენება. მისი თქმით, ვიზუალური მონაცემები ბევრად მეტ გავლენას ახდენს მომხარებელზე, ვიდრე დოკუმენტების სახით მიწოდებული. ბერეტმა ვებ გვერდები www.feradi.info  და mashasada.me წარმოადგინა. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) წარმომადგენლებმა თეონა აბსანძემ და დავით ქუტიძემ  ინფორმაციის გადამოწმებისთვის შექმნილი სპეციალური ვებ- გვერდის  www.factcheck.ge-ის პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ ასევე წარმოადგინეს მათი ორგანიზციისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გამოთხოვილი ინფორმაციის 66% მიიღეს, წერილების 34% კი უპასუხოდ დარჩა. მოცემული 66%-დან კი მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი, 52% მიიღეს კანონით დადგენილ ვადებში.
 
კონფერენციას მოდერაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მათიას ჰუტერი უწევდა. ღონისძიების ნაწილი საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს დაეთმო, მათ სამსახურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რაც მიზნად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავდა. პრეზენტაციები საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო რეესტრისა და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში

20.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

11.09.2019
განცხადებები

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019

კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

12.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019