media.ge

IDFI მედიაში 13 ნოემბერი 2013

 

„საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს“ - IDFI
08/11/2013 
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოუწოდებს ხელმისაწვდომი გახადოს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია.
 
IDFI-ის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ბლოგში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა აღრიცხვა 2013 წლიდან გადავიდა განსხვავებულ სისტემაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა არ გამოიყოფა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული სხვა სახდელებისგან. ამის გამო ორგანიზაციამ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ვერ მიიღო ინფორმაცია 2013 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის მოთხოვნით IDFI –მ სსიპ  აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 25 სექტემბერს მიმართა.
 
„ როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი – 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხულ თანხების ოდენობას, მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას“, - განმარტებულია IDFI-ის განცხადებაში. .
 
თუმცა, 2013 წლის მონაცემებისგან განსხვავებით IDFI-მ  აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღო ინფორმაცია 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ.
 
IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომ აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024