info9

IDFI მედიაში 8 ნოემბერი 2013

ჯარიმების, გირაოს, საპროცესო გარიგებისთვის ბიუჯეტში 54 722 173 ლარია შეტანილი 

08/11/2013
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან მიღებული მონაცემები გამოაქვეყნა.
 
"2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი – 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხულ თანხების ოდენობას, მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას", - აცხადებენ IDFI-ში.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელი იქნება.
 
"IDFI-იმ სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა აგრეთვე 2013 წლის 5 მარტს. აღნიშნული მოთხოვნა ბიურომ სრულყოფილად დააკმაყოფილა და ინსტიტუტს მიაწოდა 2009-2012 წლების მონაცემები, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:
 
2009 წელი: 8 040 392.81 ლარი
 
2010 წელი: 42 361 459.28 ლარი
 
2011 წელი: 51 009 723.78 ლარი
 
2012 წელი: 38 627 586.89 ლარი
 
IDFI დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმ ფაქტის გასარკვევად, თუ რა გახდა რეალური მიზეზი რის გამოც ბიურომ არ გაასაჯაროვა 2013 წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა, მაშინ როდესაც 2009 – 2012 წლების ანალოგიური მონაცემები მათ მიერ მოწოდებული იქნა სრულყოფილად 2013 წლის მარტის თვეში. სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა აღრიცხვა 2013 წლიდან გადავიდა განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც მათ არ აძლევდა საშუალებას განცალკევებით გამოეყოთ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული სხვა სახდელებისგან.
 
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხების შესახებ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომ აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024