The Georgian Times

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

IDFI: პოლიციის მიერ მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიის მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა 
 
ლელა ცინცაძე
27.09.2013 
 
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმის მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა. 
ამის შესახებ IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
განცხადების თანახმად, IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის პირველ 6 თვეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. 
„როგორც ირკვევა, დროის აღნინშულ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებულია 31 106 828 ლარის ოდენობის ჯარიმა. 2011 და 2012 წლების შესაბამისი პერიოდების ანალოგიური ინფორმაცია კი ასეთია: 2011 წლის 6 თვე - 21 134 952 ლარი, 2012 წლის 6 თვე - 18 276 641 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 971 876 ლარითაა (47,2%-ით) გაზრდილი, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით). 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024