pirweli.com.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯილდო მიიღო
 
12.09.2013
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის" გაუმჯობესებისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. 
 
დღეს სასტუმრო "რედისონში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. 
 
ინსტიტუტის მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. გასულ წლებთან შედარებით, 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის პარამეტრი 0%-დან 86%-მდე გაიზარდა.  
 
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 
 
"კარგი მაგალითია, რომ თავდაცვის სამინისტროში თამარ ქაროსანიძე მოვიდა, რომელმაც კარგად იცის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელიც სწორედ თავდაცვის უწყებაშია. მან კარგად იცის როგორ და რა ფორმით უნდა გიპასუხოთ. პრინციპული დამოკიდებულება არის ის, რომ ადრე თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციას საერთოდ არ გაწვდიდათ - გამჭვირვალობა 0% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 86%-ზე ავიდა. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე თვეში 100%-ზე უნდა იყოს" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
 
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პროექტის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გამჭვირვალობის კუთხით თავდაცვის უწყებაში ბოლო 9 თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესის დაფასებისთვის.
 
"სამწუხაროდ, ჩვენი უწყება შარშან ყველაზე ოროსნების კატეგორიაში იყო, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება, ზოგადად მთავრობის პოლიტიკის ხორცშესხმაა, რომ ჩვენ ვართ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თითოეული თეთრი, რომელიც თავდაცვის უწყებისათვის არის გამოყოფილი ხმარდება ჯარისკაცს, მეომარს", - განაცხადა ალასნიამ. 
 
დღევანდელ პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024