pirweli.com.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველაზე პროგრესირებად საჯარო დაწესებულებად დასახელდა
 
12.09.2013
 
პრობაციის ეროვნული სააგენტო საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით ყველაზე პროგრესირებად დაწესებულებად დასახელდა. 
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. პრეზენტაციას, საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.
 
პრეზენტაციაზე 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე პერიოდში ყველაზე გამჭირვალე და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგი და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.
 
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილი პასუხების გაცემის პარამეტრების მიხედვით, 2012-2013 წლებში 94%-იან პროგრესს მიაღწია და შესაბამისად, ამ ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სასტუმრო "რედისონში" პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ამ წარმატების დამადასტურებელი დიპლომი გადასცეს.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024