pirweli.com.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთ გამჭვირვალე უწყებად დასახელდა
 
12.09.2013
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“  გადასცა.
 
"ჩვენ უწყებაში კარი ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
 
მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გაცემის არც ერთი მოთხოვნა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. 
 
"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენს უწყებაში რაც გავაკეთეთ მოსვლის დროს, იყო ის, რომ კარი ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია. ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც ადრე ვებგვერდზე არ იდო, დავდეთ. კერძოდ, დეტალური ბიუჯეტი, დეტალური ანგარიშები, პრეზენტაციები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ღია და საჯაროა. რეაგირება ხდება ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
 
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024