The Georgian Times

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

ივანიშვილი: გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს 
2013.09.12 12:22 
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს იმის უფლებას, რომ შელახოს მისი ინტერესები. 
როგორც მან სასტუმრო „რედისონში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას აღნიშნა, ხალხი მიაღწევს მიზანს და შექმნის თავისუფალ, ქმედითუნარიანობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოებას. 
მისი თქმით, საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს იმის უფლებას, რომ შელახოს მისი ინტერესები. ესაა ახალი ხელისუფლების მიზანი და ოცნება. 
„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაა, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში ბოლო წლებში ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას განაპირობებს", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს და შესაბამისად მცირდება ალბათობა იმისა, რომ მოხელეები ბოროტად ისარგებლებენ ძალაუფლებით. 
პრემიერის განცხადებით, ხალხმა უნდა გაიაზროს ის, რომ თავად ქირაობს ხელისუფლებას და მთავრობა თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 
„ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და იცოდეს, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი, როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა. ეს მისცემს საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ თავად მიიღოს მონაწილეობა საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში", - აღნიშნა პრემიერმა. 
მისივე თქმით, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა დახვეწას ისევ საჭიროებს. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით და უფრო აქტიურად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია. 
პრემიერის განცხადებით, ამავე მიზანს ემსახურება მთავრობის წევრების მიერ საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდებაც. 
IDFI-ის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. კვლევა 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საჯარო დაწესებულებებში ამ პერიოდში სულ 5 625 განაცხადი გაიგზავნა, აქედან უპასუხოდ დარჩა 576, სრულყოფილად პასუხი გაეცა 3 830-ს, არასრულყოფილი პასუხი კი, 349 განაცხადს გაეცა. 
  
ლელა ცინცაძე
12.09.2013
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

24.09.2024

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში - კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები

17.09.2024

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024
განცხადებები

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024